სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატო საქართველოს არ თმობს

საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთს" ოკუპირებული რეგიონების სტატუსი მიენიჭა. ამით ნატომ კიდევ ერთხელ აღიარა ეს ორი რეგიონი საქართველოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილებად და რუსეთის ქმედება, მათი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" გამოცხადების შესახებ, უკანონოდ სცნო.
დფსდგფდსგფდს
როგორც ცნობილია, თავის დროზე, რუსეთის ხელისუფლება უკიდურესად აღაშფოთა ჰილარი კლინტონის მიერ ამ რეგიონების ოკუპირებულად მოხსენიებამ და დღემდე ცდილობდნენ, რომ ეს ტერმინი საერთაშორისო დიპლომატიურ ლექსიკაში, ამ ორი რეგიონის მისამართით არ ყოფილიყო დამკვიდრებული. თუმცა, რუსეთის მხარის მცდელობები ამაო გამოდგა. ყველაზე სოლიდურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.
დფსდგფდსგფდს
რეზოლუციის მიხედვითვე, საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთს დღემდე აღებული ვალდებულებების შესრულებისაკენ საქართველოსთან მიმართებაში. სპეციალისტების თქმით, ამ რეზოლუციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მოხდა ლისაბონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე და კრემლის გააფთრებული წინააღმდეგობა არ იქნა გათვალისწინებული.
დფსდგფდსგფდს
როგორც ცნობილია, 20 ნოემბერს, პორტუგალიის დედაქალაქში 28 ქვეყნის ლიდერი ახალ სტარატეგიულ კონცეფციას განიხილავს. დოკუმენტი ექსპერტების მიერაა მომზადებული, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით და გარკვეულ ახალ ხედვებს და მიდგომებს ითვალისწინებს.
დფსდგფდსგფდს
ამ სამიტის შემდეგ ნატო "გლობალური პოლიციელის" სტატუსს მიიღებს. სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთთან დამოკიდებულება შუალედური იქნება. ის არ იქნება მოხსენიებული როგორც მტერი, ან როგორც მეგობარი. ამ ეტაპზე ნატოს რუსეთის დახმარება ავღანეთთან მიმართებაში სჭირდება და შესაბამისად, რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებაზე მიდის. თუმცა, როგორც ჩანს, არის პრინციპული საკითხები, რომელსაც ნატო არაფრისდიდებით არ დათმობს. ერთ-ერთი კი სწორედ საქართველოს საკითხია.

ანდერს ფოგ რასმუსენმა უკვე კატეგორიულად განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტთან მიმართებაში ნატოსა და რუსეთს შორის კვლავ შენარჩუნებულია "ფუნდამენტური პრინციპული განსხვავება." აღსანიშნავია, რომ ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა, რაზეც ორ მხარეს შორის უთანხმობა ამ უმნიშვნელოვანეს სამიტზე ფიქსირდება. შეუთანხმებელ საკითხებს შორის, უცხოელი ექსპერტები, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს რეგიონების საკითხს ასახელებენ. მსოფლიო ნატო-რუსეთის სამიტს განსაკუთრებელი ინტერესით ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100