სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანია საემიგრაციო პოლიტიკას გაამკაცრებს?!

გერმანიაში საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ მსჯელობა კვლავ აქტუალურ თემად რჩება. როგორც ირკვევა, დიდი რაოდენობით ემიგრანტების მოზღვავება და ჩამოსულების ინტეგრაცია გერმანული საზოგადოებისათვის დიდ თავისტკივილად იქცა.
დსფჯდკსლჯფლსდფკლ
თუმცა, ამ თემაზე საუბარი უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც უცხოური პრესა იუწყება, ამჯერად ცეცხლზე ნავთი ანგელა მერკელმა დაასხა, როდესაც მოულოდნელად განაცხადა, რომ გერმანიის მულტიკულტურულმა მოდელმა კრახი განიცადა. ამ განცხადებას კი, შედეგად მოჰყვა ის, რომ დებატებმა მიგრაციის და ინტეგრაციის საკითხებზე კიდევ უფრო მწვავე ფორმები მიიღო.
დსფჯდკსლჯფლსდფკლ
ამ პრობლემების წინ წამოწევა გერმანიაში ყოველთვის ცხარე ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზრდება-ხოლმე და ამიტომ ერთი პერიოდი, მაღალი რანგის პოლიტიკოსები აიგნორირებდნენ მსგავს საკითხებს. თუმცა ბოლო დროს მისი განხილვის ინიციატივები საკმაოდ მაღალი ეშელონებიდან წამოვიდა.
დსფჯდკსლჯფლსდფკლ
გერმანელი მაღალჩინოსნები გამოსვლებში დიპლომატიურად მიანიშნებენ მათ ქვეყანაში მცხოვრებ უზარმაზარ თურქულ დიასპორას, რომ დროა გაითავისონ, რომ არიან გერმანული სახელმწიფოს ნაწილი.
დსფჯდკსლჯფლსდფკლ
ერთ-ერთი ასეთი გამოსვლათაგანი იყო პრეზიდენტის ცნობილი ორაზროვანი მიმართვა, რომელიც გერმანიის მუსულმანური მოსახლეობის გასაგონად გაკეთდა. ამ მიმართვით მან ირიბად მოუწოდა მუსულმანებს გერმანულ საზოგადოებასთან ინტეგრაციისაკენ. ეს ინტეგრაცია კი რას მოიცავს, ყველასათვის ცნობილია.
დსფჯდკსლჯფლსდფკლ
გერმანიის მოსახლეობა შეადგენს 81 მილიონზე მეტ ადამიანს. აქედან 15 მილიონი ემიგრანტული წარმოშობისაა, 7 მილიონი კი – უცხოელია. 2009 წლის მონაცემებით, გერმანიაში 3 - 4 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს, აქედან 54 პროცენტს გერმანიის მოქალაქეობა აქვს, 55 პროცენტი - უცხოელია. მუსულმანთა უმეტესი ნაწილი ეთნიკურად თურქია და, შესაბამისად, სუნიტები.
დსფჯდკსლჯფლსდფკლ
გერმანიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთი ტელერადიოკორპორაციის დირექტორის "ხუმრობამ". მან ტვიტერის სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: "2030 წელი: ფედერალური პრეზიდენტი მუჰამედ მუსტაფა მოუწოდებს მუსულმანებს, პატივი სცენ გერმანულ უმცირესობას". თუმცა ამ ნაწერის ავტორს მოგვიანებით ბოდიშის მოხდა და თავის მართლება მოუწია, მაგრამ ასეთი პათოსი და დამოკიდებულება გერმანიაში, ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მძაფრდება. მით უმეტეს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებით სულ უფრო და უფრო მსხვილი პოლიტიკური ფიგურები გამოდიან.
დსფჯდკსლჯფლსდფკლ
თავად მერკელიც, ბოლო დროს ფრიად უცნაურად იქცევა. მცირე ხნის წინ ისიც კი განაცხადა, რომ გერმანიის ქალაქებში ძალიან ბევრი მეჩეთი გამოჩნდა, და ამავდროულად, გადასცა პრემია დანიელ კარიკატურისტ კურტ ვესრეტგაარდს, რომელიც სკანდალურად ცნობილი მუჰამედის კარიკატურის ავტორია.

ერთი რამის თქმა დაზუსტებით შეიძლება: ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ მიგრანტების მიღების და მათი ინტეგრაციის პროცესის კონტროლის ქვეშ მოქცევა გადაწყვიტა. თუმცა, კონკრეტულად როგორი იქნება გერმანიის, და საერთოდ, ევროპის საემიგრაციო პოლიტიკა, ეს ჯერ არავინ იცის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100