სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რადიკალურ ოპოზიციას „კანონიერი ქურდები“ დააფინანსებენ?

ოპოზიციის ლიდერებისა და ე.წ. კანონიერი ქურდების ალიანსზე კარგა ხანია ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი – დამაჯერებელი თუ ნაკლებად სარწმუნო ინფორმაციები. ავსტრიულ პრესაში დაიბეჭდა ვრცელი სტატია, რომ ევროპაში მყოფი "კანონიერი ქურდები" ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ლიდერთათვის ფულის შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი. მეტიც, ავსტრიაში მოსაქმე ქართველის, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული რუდიკო გოგუაძის ხელით, "კანონიერ" ქურდებს 1 მილიონი დოლარი მოსკოვში გაუგზავნიათ იგორ გიორგაძისთვის.
ფსდფს
გიორგაძე რომ ყოფილი "კაგებეშნიკი" და ამჟამად რუსეთის "ფე-ეს-ბეს" თანამშრომელია, ეს, ვგონებ, უცხო არავისთვის არის. მით უფრო, ქართველი "კანონიერი ქურდებისათვის" ეს ინფორმაცია ცნობილია, კანონიერ ქურდს" კი, რომელიც სპეცსამსაურებთან, მის გენერალთან თანამშრომლობს, რა ჰქვია, ამაზე პასუხის გაცემა თავად, "კანონიერი ქურდების" მამამთავართათვის მიმინდვია. არც ის დაუმალავს ავსტრიულ პრესას, რომ ეს ფული შეგროვდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დასამხობად. ლოგიკურიცაა – სააკაშვილის ხელისუფლებამ არა მარტო სამკვდრო-სასიცხლო ბრძოლა გამოუცხადა "კანონიერ ქურდებს", ანუ ორგანიზებულ დანაშაულს, იგივე მაფიას, არამედ პარლამენტმა კანონიც კი მიიღო... კანონით ისჯება არა მხოლოდ "კანონიერი ქურდის" სტატუსის ტარება , არამედ ქურდული სამყაროს წევრობა და მასთან თანამშრომლობაც კი.
ფსდფს
ამ ეტაპზე, ყველა ქურდი გაქცეულია საქართველოდან, სააკაშვილი – მერაბიშვილი – ადეიშვილის ტრიოსთან ისინი არათუ დამარცხდნენ ამ ეტაპზე, არამედ გამანადგურებელი მარცხიც იწვნიეს. ქურდებმა საქართველოში არა მარტო გავლენა დაკარგეს, არამედ ის ასეულ მილიონობით ქონება, რომელიც საქართველოში ჰქონდათ ბიზნესისა თუ კერძო საკუთრების სახით. ცხადია, "კანონიერ ქურდებს" რევანშის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ. სწორედ ამის გამოძახილი იყო იგორ გიორგაძისთვის გადაცემული მილიონი. ე.წ. "ქურდები" მზად არიან დათმონ ათწლოვანი ტრადიციები, ქურდულ წეს-ჩვეულებებს უღალატონ, ოღონდ დაკარგული გავლენა და ქონება დაიბრუნონ საქართველოში.
ფსდფს
ეს უკვე "ქურდული" აღარ არის, როგორც თავად უყვართ თქმა, ეს, უბრალოდ, კლასიკური მაფიოზური შურისძიებაა, ოღონდ, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც გიორგაძესთან კავშირზე იყო და ვინც ამ კავშირის შესახებ იცოდა – ღირსებით "კოზა ნოსტრას" წევრებზე დაბლა დგას, ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, მათმა დიდმა ნაწილმა ფულით იყიდა "კანონიერი ქურდის" სტატუსი. დასამალი არავისთვისაა, რომ ამ რამდენიმე წლის წინ, 50-100 ათასი დოლარი საკმარისი იყო ამ "ტიტულის" შესაძენად. "ტიტულს" ძველი "კანონიერი ქურდები" იძლეოდნენ, "სტავკაც" მათი დაწესებული იყო. ცხადია, ეს ფულიც ან ერთი ქურდის, ან რამდენიმეს ჯიბეში მიდიოდა. ამიტომაც იყო, შევარდნაძის ეპოქაში, როგორც სოკო ნაწვიმარზე, ისე იმრავლა 20-21 წლის "კანონიერმა ქურდებმა". პირადად მე, ამ 7-8 წლის წინ, ერთ 30 კაციან წვეულებაზე 7 "კანონიერი ქურდი" გამაცნეს, აქედან 6 – ქუთაისელი იყო.
ფსდფს
"კანონიერი ქურდის" სტატუსის მოპოვება ბიზნესად იქნა. გადაიხდი ფულს, გახდები ქურდი, მერე "რამკაში" ხარ, საქმეებს არჩევ – ფულს გიხდიან, ბიზნესმენები წილს გიხდიან, წვრილფეხა კრიმინალები, იყაჩაღებენ, იქურდებენ თუ იჯიბგირებენ, ნადავლის ნაწილს გიგზავნიან. ზოგიერთი "კანონიერი ქურდი" ლამის მომრიგებელ მოსამართლედ იქცა – იჯდა სახლში, საქმეებს არჩევდა და ფულს იღებდა. იქამდე დაეცა თავის დროზე შეურყვნელი სახელის მატარებელი ქურდული სამყარო, რომ ცამდე მართალ კაცს ამტყუნებდნენ, თუკი მისი კონკურენტი, ე.წ. ქურდის ახლობელი, ნაცნობი იყო ანდა თუ ქურდს უჩუმრად ფულს გადაუხდიდნენ. იყო დრო, თბილისში – დინოზავრს უფრო იოლად გადაეყრებოდი, ვიდრე "კანონიერ ქურდს", შევარდნაძის ეპოქაში კი, მგონი, ათ სულზე ერთი "კანონიერი ქურდი" და თითოც, ე.წ. "მომავალი" მოდიოდა.
ფსდფს
უცნაურია, დღეს "კანონიერი ქურდები" უშიშრების გენერლის, იგორ გიორგაძის დახმარებით პოლიციის გენერალს, ვანო მერაბიშვილს ებრძვიან.
ეგ კიდევ არაფერი. როგორც ჩანს, იგორ გიორგაძე ახლა ჩრდილშია და "კანონიერმა ქურდებმა" ახალი მფარველი იშოვეს სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად - არც მეტი, არც ნაკლები – პოლიციის გენერალ-მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, კახა თარგამაძე.
თუმცა, კარგა ხანია აღარ გვიკვირს აღარაფერი, ბატონებო – ეგ კახა თარგამაძე იყო, პოლიციის 12 მანქანიანი და მოტოციკლისტთა ესკორტით რომ ხვდებოდა ტარიელ ონიანს თბილისში და ქუთაისამდე აცილებდა. ქუთათურები დაბნეულები კითხულობდნენ – რავა მოუხშირა ამ ბოლო დროს შევარდნაძემ ქუთაისში სიარულს, ნეტავ რაშია საქმეო?
ბოლოსღა გაიგეს, რომ "იმ ლიმუზინში" ტარიელ ონიანი და კახა თარგამაძე ისხდნენ და როცა ონიანი საქართველოში გადაადგილდებოდა, საგზაო პოლიცია ყაზარმურ რეჟიმზე გადაჰყავდათ. "საქაერონავიგაციის" მაშინდელი შეფი, ალექსანდრე სილაგაძე კი საგანგებო მდგომარეობაში ამუშავებდა თავის სამსახურს, რადგან ზოგჯერ ვერტმფრენით მოისურვებდა ხოლმე ტარიელ ონიანი გასეირნებას. მთლად ასეთი არა, მაგრამ არც ნაკლები პატივით ხვდებოდა სხვა ბობოლა "კანონიერ ქურდებს" კახა თარაგმაძე – კაცი, რომლის მთავარი მოვალეობა, მათთან ბრძოლა, მათი გაუვნებელყოფა იყო.
ფსდფს
"დრონი. ჯი"-ს ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრებმა "კანონიერმა ქურდებმა" და ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა რევანშის ახალი ტალღა ააგორეს. ცხადია, ისინი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთა პარალელურად მოქმედებენ. ელოდებიან თბილისში სიტუაციის გამწვავებას და კრიტიკულ სიტუაციას. მათი მიზანია, დააფინანსონ კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც მოამარაგებენ იარაღით, ეს იარაღიანი ხალხი შეერევა მანიფესტანტებში, ატეხენ სროლას, მათ შორის პოლიციის მიმართულებით. მოკლედ, მათი მიზანია, აიძულონ ხელისუფლება, ესროლონ ხალხს, თანაც, ნებისმიერ ფასად.
ფსდფს
ცხადია, ამ მიზნის განხორციელებას სჭირდება დიდი ფული, რომელიც უნდა შემოვიდეს საქართველოში. ჩვენი ინფორმაციით, "ფოსტალიონის“ როლს, სავარაუდოდ, კახა თარაგამაძე იკისრებს. ამ დღეებში, ქართველი "კანონიერი ქურდები" შეიკრიბნენ რუსეთისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში – მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კიევში, სიმფეროპოლში, მინსკში, ათენში, ვენაში, პრაღაში, ფრანკფურტში. თითოეულ შეკრებას ევროპულ ქალაქებში 4-5 "კანონიერი ქურდი" ესწრებოდა, ხოლო ესენგეს ქვეყნებში – გაცილებით მეტი. მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, ცხადია, ყველა შეკრების ორგანიზატორებს ჰქონდათ ერთმანეთან კავშირი.
ფსდფს
მიიღეს საერთო გადაწყვეტილება, რომ არაუგვიანეს სექტემბრის მიწურულისა, "კანონიერი ქურდები" რამდენიმე მილიონ დოლარს (სავარაუდოდ, 10-15 მილიონს) გადარიცხავენ მოსკოვში. ჯერჯერობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის მიწოდებას კახა თარგამაძე უზრუნველყოფს. თანხის ნაწილი დარჩებათ პარტიებს, აქციების ორგანიზებისთვის, ნაწილს კი გადაამისამართებენ – ამ გზით მიაღწიევს ფული იმ კრიმინალებთან, რომელთაც აქციებისას არეულობა და სისხლისღვრა აქვთ დავალებული.
ფსდფს
აღნიშნულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ღებულობს რამდენიმე ე.წ. რადიკალური პარტიის ლიდერი. "დრონი.ჯი"-ს გააჩნია დაუდასტურებელი ინფორმაცია ამ ლიდერთა ვინაობის შესახებ, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო მათ ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100