სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: ხელისუფლება ახალ თაობას და არა კორუმპირებულ-ჩაშმორებულ ელემენტებს უნდა გადაეცეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუდენტებთან შეხვედრის დრო საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების გადაცემის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით ყველა პოლიტიკოსისა და პარტიის ჩანაცვლება ხდება და ეს ბუნებრივი, დემოკრატიის თანმდევი პროცესია, მაგრამ მთავარი ის არის, რომელი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს „შემდეგი ალტერნატივა“:

„ყველა პოლიტიკოსის ჩანაცვლება ხდება, ყველა პოლიტიკური პარტიის თანდათან ჩანაცვლება ხდება, ეს ასე ხდება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კლასის ჩანაცვლება განხორციელდეს საქართველოში ისე, რომ შემდეგი გადაცემა, შემდეგი ალტერნატივა იყოს არა ძველი კორუმპირებული, ჩაშმორებული, მუმიფიცირებული მენტალიტეტის მატარებელი, და სხვათაშორის, სხვადასხვა ასაკის შეიძლება იყვნენ ეს ელემენტები, არამედ ახალი თაობა, რომელიც არის მთლიანად ახალი თამაშის წესებზე აგებული“, - ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილმა.

„ამიტომ არის დღეს დიდი ბრძოლა, ერთის მხრივ, ახალი თაობის ჩქარა მოყვანისთვის, ახალი მენტალიტეტის ჩქარა დამკვიდრებისთვის და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო, შეიძლება ნაკლებად უკვე საშიში, მაგრამ კიდევ უფრო გააფთრებული ბრძოლა ძველი მენტალიტეტის გადამუშავებული ნაწილისთვის“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100