სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლ. სოკორი: ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ფულით ყველაფერს იყიდის

"The Jamestown Foundation" აქვეყნებს ვლადიმერ სოკორის სტატიას სათაურით - "საქართველოს მაგნატი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო შესყიდვის მცდელობისათვის მზად არის". სოკორის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური შეხედულებანი ამ ეტაპზე იდუმალებით არის მოცული, შესაძლოა, თავად მისთვისვე.

"იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საკუთარი ხედვა გამოეთქვა, მისი პირველი საჯარო განცხადებები უფრო მოკლევადიან პოლიტიკურ ტაქტიკას წარმოაჩენს – შეზღუდულობა, რომელიც ოპოზიციური ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას ახასიათებს. ამ და კიდევ რამდენიმე სხვა თვალსაზრისით, ივანიშვილი ადგილობრივი ოპოზიციური გარემოს პროდუქტია, თუმცა თავად პროფესიონალი პოლიტიკოსი არ არის. მოცემულ მომენტში ივანიშვილს არ გააჩნია საკუთარი ორგანიზაცია, არ ჰყავს ექსპერტი მრჩევლები და პოლიტიკური მოკავშირეები. მაგრამ, როგორც ჩანს, ის დარმუნებულია იმაში, რომ ფულით ამას ყველაფერს იყიდის და ახლა აქტიურად იყვანს ხალხს მის გულუხვ კართან მომლოდინეთა მზარდი რიგიდან," - წერს სოკორი.

ვლადიმერ სოკორი აცხადებს, რომ საქართველოს ბიზნესსა და პოლიტიკაში ოლიგარქია არა აქვს. სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ამ სფეროების შერწყმა. სახელმწიფოს თავისთავად, არ ემუქრება ოლიგარქიის საფრთხე, ისეთი, როგორიც სხვა ქვეყნებმა გამოსცადეს. " პოტენციურ საფრთხეს 2011-12 წლებში (ისევე როგორც 2007 წელს) ის ქმნის, რომ სახელმწიფოს იყიდის ერთი პიროვნება, რომლის რესურსებსაც ტოლი არ ჰყავს და პარალელურად, ძალაუფლების შეცვლის პროცესში მხარდასაჭერად, ის სოციალურ კლიენტურასაც იყიდის. თუ ეს ასე მოხდება, ის კლიენტურა 2012-2013 წლების არჩევნებში და შემდგომ წლებშიც ნაღდ ფულს დაელოდება და მოსალოდნელი იქნებოდა, რომ ივანიშვილი პერსონალური პატერნალიზმიდან სახელმწიფო პატერნალიზმზე გადავიდოდა. ამ შემთხვევაში ივანიშვილის კანდიდატურას მთავარ სახელმწიფო თანამდებობაზე შეუძლია ძალიან დაძაბოს საქართველოს ეკონომიკა და მისი პოლიტიკური სისტემა", - წერს სოკორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100