სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგოზინი ამერიკელ სენატორებს იურიდიული ცოდნის ასამაღლებლად რუსეთში „აგზავნის“

აშშ-ს სენატმა, საქართველო-რუსეთის ომის სამ წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში პირდაპირ მოუწოდა ეუსეთს საქართველოს დეოკუპაციისკენ. რეზოლუციაში რუსეთი მოხსენიებულია, როგორც „ოკუპანტი ქვეყანა“. რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორის, სენატორმა ჯეინ შაჰინის თქმით, დოკუმენტმა უნდა შეახსენოს მოსკოვს, რომ მან არ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა პუნქტი, კერძოდ, არ უზრუნველყო ქართველი დევნილების დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეზოლუციის მიღების ფაქტი დადებითად შეაფასა. აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ „რეზოლუცია კიდევ ერთხელ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებს. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საუბარია არა კონფლიქტებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არამედ მხოლოდ ერთი სახის - ქართულ-რუსულ კონფლიქტზე“, - თქვა მან და დაამატა, რომ „მიღებული რეზოლუცია შექმნის სერიოზულ ბაზას სამომავლო მოქმედებებისთვის“.

როგორც მოსალოდნელი იყო, სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას მყისვე მოჰყვა რუსეთის ოფიციალური პირების მწვავე რეაქცია. პირველ ეტაპზე თავი ნატოში რუსეთის სახელმწიფო წარმომადგენელმა, ხისტი, არადიპლომატიური განცხადებებით ცნობილმა დიმიტრი როგოზინმა გამოიჩინა. მან სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას „რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის საკანნმდებლო ორგანოს დემარში“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა, არა ოკუპაცია, არამედ იქ მცხოვრები ხალხის დაცვა იყო საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი აგრესიისგან.

როგოზინი მხოლოდ ამ ახსნა-განმარტებით არ დაკმაყოფილდა და აშშ-ს შენატორებს იურიდიული განათლებაც დაუწუნა. მეტიც - როგოზინმა მათ სასწავლებლად რუსეთში წასვლაც კი შესთავაზა:

„ თუკი აშშ-ის სენატორებს იურიდიული განათლება არ ჰყოფნით, მზად ვართ უზრუნველვყოთ მათთვის იურიდიული ცოდნის ამაღლების კურსები რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ უმაღლეს იურიდიულ სასწავლებელში“, - განაცხადა როგოზინმა.- „ეს რეზოლუცია არანაირი პრაქტიკული შედეგის მომტანი არ არის და ჩვენი მხრიდან მხოლოდ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა ადეკვატურობაში დაეჭვებას იწვევს“, - თქვა დიმიტრი როგოზინმა დღეს „იტარ-ტას“-თან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100