ამ დროის მონაცემებით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 264 ხმა აქვს და გამარჯვებამდე მხოლოდ 6 ხმა აშორებს

აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი საკვანძო შტატ პენსილვანიაში იმარჯვებს. შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, ტრამს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 264 ხმა აქვს უზრუნველყოფილი, მის მთავარ მეტოქე ჰილარი კლინტონს კი – კვლავ 215.

„დონალდ ტრამს გამარჯვებისთვის მხოლოდ 6 ხმა სჭირდება“, - წერს სააგენტო Associated Press-ი.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

კომენტარი