მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
„და­გი­ლა­ი­ქა?“ – „ა­რა, და­მი­კო­მენ­ტა...“
ახლა კითხულობენ

კახი კალაძე: დღეს დამეკისრა რთული და საპასუხისმგებლო მისია  

ქართველი პარლამენტარები უცხოელთში მცხოვრებ წარმატებულ ქალებს შეხვდნენ  

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს  

შალვა კიკნაველიძემ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს მეტალურგის დღე მიულოცა  

ვაკელები vs საქართველო  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
ნინო წილოსანი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
14:42 28.10.2016

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში, ნინო წილოსანი, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალგაზრდებს გურიის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივასა და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.

ჩოხატარურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი ტარიელნ ანთიძე აცხადებს, რომ მისთვის, როგორს სტუდენტისთვის, კანდიდატთან შეხვდრა მნიშვნელოვანი იყო.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ქალბატონი ნინოსგან მოვისიმინეთ შეთავაზებები, რაც კონკრეტულად, გურიასა და მაღალმთიან სოფლებს შეეხება. მას მაღალმთიან სოფლებთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები წინასაარჩევნოდ, იშვიათად ხვდებიან სტუდენტებს, ამიტომ, ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანი იყო მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრა. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და მადლობა მინდა გადავუხადო მას, რომ გამოიჩინა ინიციტივა, შეხვდროდა სტუდენტებს, რომლებიც ვცხოვრობთ გურიაში და ვსწავლობთ ბათუმში.

ნინო წილოსანმა გაგვაცნო ის ძირითადი თემები, რაც სტუდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი. მე ვცხოვრობ მაღალმთიან სოფელ ზოდში, სადაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მოვისმინეთ ქალბატონი ნინოს ხედვები, იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს მაღალმთიან სოფლებში", - განაცხადა სტუდენტმა.

სტუდენტის, ზაზა ანთაძის თქმით, შეხვედრაზე პარტიის ხედვებზე და სამომავლო გეგმებზე, მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა.

"მომეწონა განათლების სიტემასთან დაკავშირებით ქალბატონ ნინოს ხედვები, რომელიც გერმანულ მოდელს ითვალისწინებს.

ამასთან, მაღალმთიან სოფლებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გვესაუბრა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

გავეცანით პარტიის ხედვებს და სამომავლო გეგმებს და მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მასთან გვესაუბრა", - განაცხადა ანთაძემ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო წილოსანის თქმით, ახალგაზრდობა არის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ნამდვილად "არ დეზიარებს", აუცილებლად მივა არჩევნებზე 30 ოქტომბერს და გააკეთებს არჩევანს ქვეყნის წინსვლისთვის.

"ჩვენი ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მათი მოსაზრებები გავიგო. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა, გავცვალეთ მოსაზრებები და მოვისმინე ის პრობლემები, რაც აქტუალურია რეგიონში.

მეორე ტურის საარჩევნო კამპანია მე დავიწყე ჩემი სლოგანით, "არ დეიზარო" და ეს ახალგაზრდობა არის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ნამდვილად "არ დეზიარებს", აუცილებლად მოვა არჩევნებზე 30 ოქტომბერს და გააკეთებს არჩევანს ქვეყნის წინსვლისთვის", - განაცხადა წილოსანმა.

ნინო წილოსანი დღეს, ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტების" საკონფენეციო დარბაზში გურულ სტუდენტებს შეხვდა.

(რეკლამა)

კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი