სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, რას ამბობს გიორგი მარგველაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შესახებ

გუშინ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა დროულად გამოსწორდება და „არ გვეყოლება ტერაქტის შედეგად მსხვერპლი“.

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებსაც მიმართავს.

„მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს პარტიები გაწმინდონ თავქარიანი ელემენტებისგან, ვინც პოლიტიკურ პროცესს ხედავს ფიზიკური ანგარიშსწორების ნაწილად. მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას იპოვონ ძალა ასეთი მოაზროვნეების ლოკალიზაციისთვის, ეს საშიშია თქვენივე პოლიტიკური პროცესებისთვის, გაწმინდეთ რიგები ასეთი ადამიანებისგან,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე სამართალდამცველებს მიმართა და მათ უფრო ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდა, რათა მისი თქმით, საფრთხე არ დაემუქროს წინასაარჩევნო პროცესს და არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარებას.

„მოვუწოდებ სამართალდამცველებს, რომ ასეთი ელემენტების ლოკალიზება არის მშვიდობიანი განვითარების წინაპირობა და ამისთვის საჭიროა მეტი ინტენსიური მუშაობა. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სირთულე, მე მხარს დაგიჭერთ იმ პროცესში, რასაც ქვია კრიმინალის დევნა და ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა და არჩევნების ჩატარება, ასევე გარანტიების შექმნა იმისათვის, რომ მოქალაქეები არ იყვნენ ამ პროცესის მძევლები. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ არჩევნები ამოაგდონ ნორმალური პოლიტიკური პროცესებისგან, ეს აწყობს ბევრს, მათ შორის მათ, ვისაც საქართველოს ცივილიზებულ სახელმწიფოდ შედგომა არ უნდა. ამიტომაც მოგიწოდებთ გავერთიანდეთ," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვიმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100