სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ბიწაძეს ბრალი წაუყენეს

ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ მთავარმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

არსებული ინფორმაციით, ბრალის ფორმულირება ასეთია: წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმის ორგანიზება და ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა.

პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად შეეფარდოს არააღმკვეთი ღონისძიება, გირაოს სახით.

სავარაუდოდ, ბიწაძისთვის ბრალის წაყენება მას შემდეგ მოხდა, რაც მის წინააღმდეგ სხვადასხვა დაკავებული პირების (მათ შორის, გია უჩავას) ჩვენებები დაგროვდა, ასევე – სხვა მტკიცებულებების მიხედვით, რომელთა შესახებ, სავარაუდოდ, შსს–ს მიერ 13.00 საათზე დანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებენ.

ამ დროისათვის ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, იგი სამართალდამცველებმა სქართველო–სომხეთის საზღვარზე 27 მაისს დააკავეს, თუმცა, ეს ინფორმაცია მოგვიანებით არ დაადასტურა ნინო ბურჯანაძემ. მან განაცხადა, რომ ბადრი ბიწაძე „მაშინ გამოჩნდება, როცა ეს საჭირო იქნება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100