სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ამოიღეს აფხაზური კოლექტივი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეთა სიიდან?

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური სხვადასხვა ფესტივალებზე არალეგიტიმური დროშით აფხაზური კოლექტივების მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა ფესტივალებზე არალეგიტიმური დროშით აფხაზური კოლექტივების მონაწილეობის საკითხიც წამოჭრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იგი ემხრობა მსგავს ღონისძიებებში მათ მონაწილეობას და მზად არის ხელიც შეუწყოს მათ გადაადგილებას, თუკი ეს ყველა კანონიერი წესის დაცვით მოხდება.

პრეზიდენტის განცხადებით, იგი მიესალმება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც გუშინ აფხაზური კოლექტივი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეთა სიიდან იმის გამო ამოიღო, რომ ის არასწორი ფორმით იყო მიწვეული. ქვეყნის პირველ პირს მიაჩნია, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა კულტურულ თუ სხვა ღონისძიებებში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ საქართველოს რეგიონის მკვიდრთა სახელით.“-ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100