სხვადასხვა ქვეყნების 10 მკაცრი სექსუალური აკრძალვა
წინა წერილში მკითხველს მოვუთხრობდით „10 ყველაზე კურიოზულ კანონზე სექსის შესახებ". ახლა ვთავაზობთ მას „სხვადასხვა ქვეყნების 10 მკაცრ სექსუალურ აკრძალვას". ჩვენს საიტს არ შეუჯერებია ეს მასალები შესაბამის ქვეყნებთან; ამიტომ წერილში მოტანილი ფაქტების სიზუსტე მათ სინდისზეა, ვინც ადგენდა შესაბამის ათეულებს:
1. დიდი ბრიტანეთი: აკრძალულია უცხო ქალისთვის ინტიმური ურთიერთობის შეთავაზება - ჯარიმა 180 ევროდან 3-წლიან პატიმრობამდე;
2. ირლანდია: თითქმის შეუძლებელია პრეზერვატივის შეძენა - ხელისუფლების თვალსაზრისით სექსი მხოლოდ ჯიშის გაგრძელებისთვის არსებობს;
3. ჰავაი: თუ სექსზე დაითანხმეთ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, მის მშობლებს ელით იძულებითი-გამოსასწორებელი სამუშაოები, „მსუბუქი ყოფაქცევის" შვილის აღზრდისათვის;
4. უნგრეთი: ბუდაპეშტში ინტიმი დაშვებულია მხოლოდ სიბნელეში. დღისით სექსი თვით საკუთარ ოჯახშიც კი ჯარიმით არის პირობადებული. სექსი აკრძალულია სანთლის ან ბუხრის შუქზეც.
5. იტალია: პალერმოში ქალებს უფლება აქვთ პლაჟზე სრულიად შიშვლად გასვლისა, მამაკაცებს - არა. დასაბუთება მარტივია - „მამაკაცის ანატომიამ შეიძლება შეიძინოს უხამსი ფორმები". ქალაქ ტროპეაში კანონი არეგულირებს, ვინ შეიძლება გაიხადოს და ვინ - არა; კანონში მინიშნებულია: „მსუქან, მახინჯ და ულამაზო ქალებს ეკრძალებათ პლაჟზე გახდილი სიარული".
7. შვედეთი: ამ ქვეყანაში აკრძალულია ფოტოკაბინებში საკუთარი თავის თავით ფეხამდე შიშველ პოზაში დაფიქსირება. ამასთანავე, სხეულის ზედა და ქვედა ნაწილების შიშვლად გადაღება არ არის აკრძალული. ასე რომ, თუ ძალიან საჭიროა, შეიძლება ზედა და ქვედა ნაწილების ცალ-ცალკე გადაღება და შემდეგ სურათების შეწებება.
8. ჩინეთი: თუ ჩინეთში შიშველი ქალი მიგიზიდავთ, უცქირეთ რამდენ ხანსაც გსურთ; მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ ჩაცმული ქალის შიშველი ფეხების ყურებისაგან - ეს ჩინეთში დიდ შეურაცხყოფად ითვლება და ამისთვის რამდენიმე დღით ციხეა გათვალისწინებული.
9. ისრაელი: „პორნო"-არხის ყურება ისრაელის სასტუმროში ძვირად დაგიჯდებათ. აქ მსგავსი ფილმების ჩვენება აკრძალულია საკაბელო თუ თანამგზავრის ტელევიზიით. მაყურებელს შეიძლება 3-წლიანი ციხე მიუსაჯონ.
10.ესტონეთის დედაქალაქ ტალინში კატეგორიულად აკრძალულია ჭადრაკის თამაში სქესობრივი აქტის დროს. თუმცა აქ იბადება ორი კითხვა: ჯერ ერთი - რა ეჭადრაკებათ ესტონელებს სექსის დროს და მეორე- თუ მაინცდამაინც ეჭადრაკებათ, რა არის ამაში ცუდი? დიდი ამბავი - ხომ უყურებენ სხვები სექსის დროს სერიალებს და ფეხბურთის მატჩებს!
კომენტარი