ჯულია რობერტსი ბიკინებში 44 წლის ასაკშიც უნაკლოა
„ლამაზი ქალი“ – 44 წლის ასაკშიც უნაკლო და ლამაზი სხეულის მფლობელია. რა თქმა უნდა, ასაკთან შედარებით: ამ დღეებში ჰოლივუდის მთავარი ლამაზმანი ჰავაის კუნძულებზე პაპარაცებმა საცურაო კოსტუმში გამოწყობილი, ოჯახთან ერთად დასვენებისას გამოიჭირეს. ამ იდილიისთვის მსახიობმა კიდევ ერთი გადაღების დასრულების შემდეგ მოიცალა.
ჯულიას თან ახლდნენ შვილები: 7 წლის ტყუპები ჰეიზელი და ფინეუსი და ოთხი წლის ჰენრი. ჯულია ლაღად ცურავდა ოკეანის ტალღებში, ბავშვებს სერფინგის საიდუმლოს უმხელდა და ხშირად ეხვეოდა ქმარს, ოპერატორ დენი მოდერს. დამსვენებლები ჯულია რობერტსის კარგად ჩამოსხმულ ფიგურას დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ და, რა თქმა უნდა, არც პაპარაცებს დაუკარგავთ დრო უქმად. მათ არც ტატუ გამორჩენიათ - თავის დროზე ჯულიამ შვილების სახელები ამოიტვიფრა, რითაც მიანიშნა, რომ ისინი მის ცხოვრებაში მთავარია.
კომენტარი