სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება:

5 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში 1 აპრილს, დღის პირველ ნახევარში უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100