სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნაური ადგილები: კუნძული-კრეისერი

კუნძული ხასიმა (ხაშიმა) იაპონური ენიდან ქართულად თარგმანში „სასაზღვრო კუნძულს“ ნიშნავს. ის წყნარი ოკეანის კუნძულია, რომელიც ჩინეთის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ტრაგიკულად ცნობილ ქალაქ ნაგასაკიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. კუნძული იაპონიის საზღვრებში შედის. კუნძულს მეტსახელად ჰუნკანძიმას უწოდებენ, რაც „კრეისერს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება კუნძულმა იმის გამო მიიღო, რომ ბუნებრივი მდებარეობისა და ნაგებობების გამო ზღვიდან ის საბრძოლო ხომალდს მოგაგონებთ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კუნძულის სიგრძე 160, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ - 480 მეტრია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100