სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაშველები, ამ წუთებში, ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ და მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ამ წუთებში ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ და მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებენ:

ფოთი - მალთაყვის სანაპიროზე მაშველები ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მაშველებს ახალგაზრდა ქალმა მისცა, რომელიც ზღვიდან მაშველებმა ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:

დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს

ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს!

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100