ბურაკ ოზჩივიტმა საკუთარ დაბადების დღეზე ფაჰრიე ევჯენს ხელი სთხოვა
24 დეკემბერს მსახიობი ბურაკ ოზჩივიტი თავის 32-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა სტამბულის ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს რესტორანში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და შეყვარებულთან ფაჰრიე ევჯენთან ერთად. მოულოდნელად ბურაკი მუხლებზე დადგა და საყვარელ ქალს ნიშნობის ბეჭედი გაუწოდა ცოლობის თხოვნის ტექსტით, რაზეც ფაჰრიესგან თანხმობა მიიღო. ტაბლიოდებმა ისიც გაარკვიეს, რომ ნიშნობის ბეჭედი 90.000 ლირა ღირდა. შეგახსენებთ, რომ ფაჰრიესა და ბურაკის რომანი 3 წელია გრძელდება.
კომენტარი