მეცნიერებმა ქალების ვიაგრა შექმნეს
არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ მეცნიერებმა როგორც იქნა შემქნეს პრეპარატი, რომელიც ქალს სექსუალურ სურვილებს გაუღვივებს. Lybrido ასე ეწოდება პრეპარატს, რომელსაც „ქალების ვიაგრაც“ შეარქვეს.
ჰოლანდიური ფირმის Emotional Brain - ის მიერ შექმნილი პრეპარატი უკვე გამოსცადეს აშშ-ში მცხოვრებ 200 ქალბატნზე და ექსპერიმენტის შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა. ქალების ვიაგრა მამაკაცების ვიაგრაზე ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა.
ფარმაცეპტები განმარტავენ, რომ Lybrido ქალბატონებმა სექსუალურ აქტამდე სამსაათნახევრით ადრე უნდა მიიღონ და ისინი პარტნიორის გაოცებასა და მაქსიმალური სიამოვნების მიღებას შეძლებენ. Lybrido-ს მთავარ პლიუსად კი ის ფაქტი სახელდება, რომ მისი მიღების შემთხვევაში ორგაზმი გარანტირებული აქვთ იმ ქალბატონებსაც კი, რომლებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები აწუხებთ.
Lybrido-ს გაყიდვაში გამოსვლა უახლოესი 3 წლის განმავლობაში იგეგმება.
კომენტარი