სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელოში სკოლის შენობიდან მოსწავლე გადავარდა

სამეგრელოში ერთ-ერთი სოფლის სკოლის შენობის ფანჯრიდან მე-11 კლასელი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის, პედაგოგები გამოკითხვაზე იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100