სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ძლიერი აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში. აფეთქება საცხოვრებელ სახლში მოხდა, არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ასაკოვანი მამაკი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და შს სამინისტროს დანაყოფები, თუმცა მათ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი, ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100