
ოზურგეთში თხრილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
65 წლის შ. კ. - ს ცხედარი მისმა ძმამ, გზისპირა თხრილში იპოვა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი