
რუსთავში ბუნებრივი აირით ახალგაზრდა ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა
რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა.
ინტოქსიკაციის დიაგნოზით, სამი პაციენტი - 29 წლის ქალი და ორი მცირეწლოვანი კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარი