
"ვულოცავ დავით ნარმანიას - მან უკვე გაუსწრო ქალაქის სიძულვილით გიგი უგულავას"
დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის მერიის კიდევ ერთი გამაოგნებელი გადაწყვეტილება - ქეთევან წამებულის გამზირზე, გოგილოს აბანოს თავზე სკვერში, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას უნდა აშენდეს 6 სართულიანი სასტუმრო. დიახ, დიახ პირდაპირ სკვერში !!! ვულოცავ დავით ნარმანიას - მან უკვე გაუსწრო ქალაქის სიძულვილით გიგი უგულავას. ყოჩაღ ბატონო მერო, ერთი ნარიყალაში ჩადგით სასტუმრო და კიდევ გორგასლის ძეგლი მოაძრეთ და იქაც წამოჭიმეთ რამე კორპუსი და თქვენ პირნათელი იქნებით თბილისის წინაშე.“ - წერს ელისაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე
კომენტარი