
ბიონსე და პეპსი ერთად
მომღერალი ბიონსე Pepsi–ის ახალი სახე გახდა. მომღერალმა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან 50 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.
The New York Times -ის ცნობით, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, გაყიდვაში გამოვა პეპსი, რომლის ქილაზეც ბიონსეს სახე იქნება გამოსახული.
„პეპსი კრეატიული კომპანიაა, მათ კარგად შეუძლიათ არტისტის გაგება, ამიტომ ეს კონტრაქტი სიამოვნებით გავაფორმე“ -განაცხადა ბიონსემ The New York Times-თან საუბრისას.

კომენტარი