
ინდოეთში ნავის გადატრიალების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში, მდინარე იამუნზე ნავის გადატრიალების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო ANI იუწყება.
ინციდენტი დღეს დილით უტარ-პრადეშის შტატში მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ნავში 60 მგზავრი იმყოფებოდა.
ინციდენტის ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
კომენტარი