
რობერტ სტურუა მოსკოვის Et Cetera-ში მიწვევას დათანხმდა
ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა მოსკოვის ალექსანდრ კალიაგინის თეატრ Et Cetera-ში მუშაობის გაგრძელებას დათანხმდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა "ნოვიე იზვესტია" წერს. გამოცემის ცნობით, სტურუა თეატრში მოწვეული მთავარი რეჟისორი იქნება.
"მე ორი-სამი კვირა ვითხოვე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მაინტერესებს, რამდენად თავისუფალი ვიქნები სულიერად", – განაცხადა ქართველმა რეჟისორმა.
კომენტარი