
ჰოლივუდში Ice Bucket Challenge-ის მსგავსი ახალი აქცია დაიწყო
Ice Bucket Challenge - ის შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავები ახალ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ.
ახალი აქციის არსი კი შემდგომში მგდომარეობს: ვარსკვლავები ყიდულობენ შარფებს რომლებსაც მათი სახელის პირველი ასო აწერია, იღებენ ფოტოს ამ შარფთან ერთად, აქვეყნებენ სოციალურ ქსელში და სხვებსაც მოუწოდებენ იგივე ქმედებისკენ.
მსგავსი შარფები ბრენდმა Matalan-მა გამოუშვა და გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ირიცხება ლივერპულში მდებარე Alder Hey Children's Hospital-ში.
როგორც ცნობილია აქციის შედეგად მოგროვილი თანხა ჰოსპიტალის ახალი კორპუსის აგებასა და კვლევითი ცენტრის აგებას მოხმარდება.




კომენტარი