
სოციალურად დაუცველებისა და დევნილების აქცია თბილისში
სოციალურად დაუცველებმა და დევნილებმა აქცია გამართეს. ისინი თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე "თი-ბი-სი ბანკის" ახალ ოფისთან შეიკრიბნენ, რომლის რემონტიც ახლა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თავშესაფარსა და შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლობასთან შეხვედრას მოითხოვენ.
მათი თქმით, შენობა, რომელშიც სოციალურად დაუცველები და დევნილები იმყოფებიან, "თი-ბი-სი" ბანკის საკუთრებაა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ "თი-ბი-სი ბანკის" წარმომადგენელი შეხვდა და შენობის დატოვების ხუთდღიანი ვადა მისცა.
კომენტარი