
ადრიანა ლიმას ქალიშვილი შეეძინა
31 წლის ადრიანა ლიმა დედა მეორედ გახდა: მოდელსა და მის მეუღლეს, NBA-ის ყოფილ ვარსკვლავს, სერბ მარკ იარიჩს კვლავ გოგონა შეეძინათ. წყვილმა გოგონას სიენა დაარქვა. მათ უფროს ქალიშვილს ვალენტინას მომავალ თვეში სამი წელი შეუსრულდება.
პატარა სიენას დაბადების შესახებ თავად ადრიანამ, Twitter-ის ბლოგზე განაცხადა. ბავშვი გუშინ დაიბადა.
ადრიანა ლიმამ და მარკომ ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს, 2009 წლის თებერვალში იქორწინეს. მეორე ორსულობის შესახებ ლიმამ მარტში განაცხადა.
კომენტარი