
საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
17 დეკემბერი, 2019 - საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიან სუბორდინირებულ სინდიცირებულ
სესხის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
შეთანხმების სინდიცირების აგენტია FMO - Dutch
entrepreneurial development bank. თავდაპირველი მონაწილეები აგენტთან ერთად არიან DEG - Deutsche Investitions-und Entwicklungsgesellschaft, Finnish Fund for
Industrial Cooperation Ltd., Obviam, Swedish Development Finance Institution -
Swedfund International AB, BlueOrchard
Microfinance Fund (BOMF) და Symbiotics Group.
კომენტარი