
"მზეზე გაწოლილი" ქალების შემყურე კაცის ფიქრები
მზეზე წვანან ქალწულები
- აფროდიტეს არმია.
წელზე ნაწნავ დაწნულების
ბრიზისფერი, ქარია.
მათ ტანებზე არეკლილი-
სხივი, ზოლავს ნაპირებს ...
შემხედვარე - გარეკილი ,
ჩუმად სიკვდილს აპირებს.
უკუნითი სინათლეა
-მათი გამონათება
და რაც გინდა ითვალეა
მაინც გამოგაკლდება...
ერთ ჩასუნთქვას წამი უნდა,
ამოსუნთქვას- სიცოცხლე ,
ვისაც შურდა ქალწულების
ყველა თეთრად ვიგლოვე.
...მშვიდი იყო მათი ქვიშა,
ზეცა - თვალისფერადი .
მე კი ზღვიდან მომზირალი,
ზღვის მაგივრად, ვღელავდი.
კომენტარი