
მილიარდი ამერიკული დოლარი 5 ცენტიანებად: Samsung-მა Apple-ს ჯარიმა გადაუხადა (ფოტო)
„საპატენტო ომის“ წაგების შემდეგ, სასამართლომ Samsung-ს მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
სამხრეთ კორეულმა კომპანიამ საკითხი თავისებურად გადაჭრა. მან Apple-ს დაკისრებული ჯარიმა 30 სატვირთო ავტომობილით 5 ცენტიანებად გაუგზავნა.
კალიფორნიაში კომპანია Apple-ის სათაო ოფისს Samsung-ის მიერ გაგზავნილმა 30-მა სატვირთო ავტომობილმა მიაკითხა. თავდაპირველად უსაფრთხოების სამსახურმა ავტომობილები დანიშნულების ადგილამდე არ მიუშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ყოველივე სამართლიანად ხდებოდა, Samsung-ის გენერალური დირექტორის ჩარევის შემდეგ, ავტომობილები სათაო ოფისის ავტოფარეხისკენ გაუშვეს.
პირველი ავტომობილის მძღოლმა კი კომპანია Apple-ს Samsung-ის გენერალური დირექტორის სიტყვები გადასცა: „შეგიძლიათ კომპანიის თანამშრომლებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მთელი წლის მანძილზე აპარატებიდან ცივი სასმელები იყიდოთ. ჩვენ ეს საერთოდ არ გვანაღვლებს, ჩვენ ჩევნი მოვალეობა შევასრულეთ.“

კომენტარი