
"თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონდა კონსულტაციები ფსიქოლოგთან, რომელსაც ჩვენ უკვე ვესაუბრეთ" - შსს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა.
"პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც ის ანაბარზე წერს. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე" - ითქვა ბრიფინგზე.
მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა გარდაცვლილის ფსიქოლოგის შესახებ:
"თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონდა კონსულტაციები ფსიქოლოგთან, ამის შესახებ იცოდა ოჯახმაც. ფსიქოლოგი იყო გამოკითხვაზე, ჩვენ მას ვესაუბრეთ, თუმცა ამაზე საუბარი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება სწორი".
კომენტარი