
აშშ-მა სპარსეთის ყურეში ჯავშანტექნიკის გადასროლა დაიწყო
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციისა და საბრძოლო თვითმფრინავების გაფრენათა რაოდენობამ, სპარსეთის ყურისკენ უკანასკნელი კვირის განმავლობაში მკვეთრად იმატა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ისრაელის მედიასაშუალებებზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენებს სინაის ნახევარკუნძულის თავზე ახორციელებენ და შემდეგ, საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გავლით, სპარსეთის ყურესკენ მიემართებიან. ისრაელის მედია ირწმუნება, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა აღნიშნულ რეგიონში ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყეს.
კომენტარი