
ჩეჩნეთში "ბოევიკების" მორიგი ჯგუფია ლიკვიდირებული
ჩეჩნეთში "ბოევიკების" მორიგი ჯგუფის ლიკვიდაცია განხორციელდა.
როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ჩეჩნეთის მმართველმა რამზან კადიროვმა მიაწოდა.
"ბოევიკების ჯგუფი ურუს-მარტანოვსკის რაიონში იქნა განადგურებული. ერთ-ერთი ბოევიკის ვინაობა დადგენილია. იგი ბანდიტების იერარქიაში "ემირად" წოდებული იუნადი ბატაევია", - განაცხადა კადიროვმა.
მისივე თქმით, ბატაევი 6 წელიწადზე მეტია, უკანონოდ შეიარაღებული ბანდ-ფორმირებების წევრია, რომელიც სამართალდამცველი ორგანოებისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა.
კომენტარი