
კინოთეატრ „ამირანში“ "შემთხვევითი პაემნების" ჩვენება გაიმართება
დღეს, 5 მაისს, 19:30 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება ლევან კოღუშვილის "შემთხვევითი პაემნების" ჩვენება.
ჩვენება დახურულია და იგი მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა. ფილმის ჩვენების შემდეგ ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ გაესაუბრონ შემოქმედებით ჯგუფს.
"შემთხვევითი პაემნები" საქართველოს კინოთეატრებში 7 მაისიდან გამოვა
კომენტარი