
საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.
კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტის ისტორია იტალიასთან არის დაკავშირებული.
კომენტარი