
დომენიკ სტროს-კანს გირაოს ნაცვლად გაათავისუფლებენ
აშშ-ის, ნიუ იორკის მოსამართლის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, დომინიკ სტროს-კანს, მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გაუშვებენ. სტროს-კანი შინა პატიმრობაში იქნება. ამასთან, მის ყოველ გადაადგილებას მეთვალყურეობას გაუწევს საგანგებო ელექტრომოწყობილობა. სტროს-კანს უწევს ასევე წარადგინოს ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის საგარანტიო გირაო იმ შემთხვევისთვის, თუკი ის დაარღვევს პირობებს. სტროს-კანი ნიუ იორკის სასტუმროს დამლაგებლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაპატიმრეს. ის თანამდებობიდან დღეს გადაგა. სტროს-კანი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
კომენტარი