
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულია რვა ადამიანი, რმელთა შორის ორი არასწრულწლოვანია
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.
3 დაზარალებული ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ორი არასრულწლოვანი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის
276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი