
ავღანეთში ისევ მსხვერპლია
ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ნაღმზე აფეთქების შედეგად ჰელმანდის პროვინციაში 6 ადამიანი დაიღუპა.
გაეროს მონაცემებით, ავღანეთში შარშანდელ წელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
ავღანეთში გაეროს წარმომადგენლების განცხადებით, წელს ამ ქვეყანაში 1400- ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა საომარი მოქმედებების გააქტიურების გამო, რადგან კიდევ უფრო გახშირდა ავღანელი კამიკაძეების მიერ მოწყობილი დივერსიები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება და ამის პარალელურად ნატოს ავიაციის დაბომბვები.
კომენტარი