
რა ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში კოცნა და ჩახუტება?
მედიცინამ დაამტკიცა, რომ საყვარელი ადამიანის კოცნა და მასთან ჩახუტება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს რესპირატორული დაავადებებისგან, ამაგრებს სისხლ-ძარღვებს და ეხმარება მაღალი წნევის დროს.
საყვარელი ადამიანის ალერსი ამცირებს ე.წ. სტრესის ჰორმონს - კორტიზოლს. ზრდის ორგანიზმში ჰორმონ ოკსიტოცინის რაოდენობას, რომელიც ტვინში სიამოვნების განცდის ფუნქციას აძლიერებს და აიძულებს ადამიანებს იყვნენ უფრო კეთილები და თვითდაჯერებულნი.
კომენტარი