
ნასას ახალი მიღწევა - მეცნიერები მზის სისტემის მიღმა სივრცესაც აკვირდებიან
ნასას (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო) ხომალდი Voyager 1 მზის სისტემას გასცდა. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს თანამშრომლებმა საზოგადოებას აღნიშნული ფაქტი საკუთარი ოფიციალური განცხადების მეშვეობით ამცნო.
Voyager 1 ნასამ 36 წლის წინ გაუშვა და ახლა ის დედამიწიდან 18,5 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. იმისათვის, რომ ხომალდიდან წამოსულმა სიგნალებმა დედამიწამდე მოაღწიოს დაახლოებით 17 საათია საჭირო.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა Voyager 1 ადამიანებისთვის უცნობ ცოცხალ ობიექტებს შეხვდეს, რის გამოც ჯერ კიდევ 36 წლის წინ ხომალდში არის ბეთხოვენის, ბახის, მოცარტია და ლუი არმსტრონგის მუსიკალური კომპოზიციების ჩანაწერები.
კომენტარი