
პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს
აქციის მონაწილეები, რომლებიც 22:00 საათის შემდეგ პარლამენტის წინ დარჩენას აპირებენ, ტერიტორიაზე შეშის შეტანას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
პოლიციასთან დაპირისპირების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სამოქალაქო აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს.
კომენტარი