
ცოფიანმა ძაღლმა 9 გამვლელი დაკბინა
კიროვოგრადის რაიონში ცოფიანმა, მაწანწალა ძაღლმა პარკში მოსეირნე 9 ადამიანი დაკბინა. ყველა მათგანი საავადმყოფოებში მაშინვე გადაიყვანეს და ამჟამად სახლებში მკურნალობენ.
შემთხვევა კიროვოგრადთან ახლოს მოხდა. საღამოს საათებში პარკში მოულოდნელად, გაავებული ძაღლი გამოჩნდა, რომელმაც 9 ადამიანის დაკბენა მოასწრო, მერე კი მოქალაქეებმა მოკლეს. ის, რომ ძაღლს ცოფი ჰქონდა, ექსპერტიზის პასუხმა დაადასტურა.
დაზარალებულებს, რომელთაგან სამი ქალია, შესაბამისი ვაქცინებით მკურნალობენ.
კომენტარი