
რატომ არის მოხუცებისთვის სექსი აუცილებელი?
სექსი 60 წლის შემდეგ თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. აღნიშნული დასკვნა გერმანელმა მეცნიერებმა როსტოკის უნივერსიტეტიდან ხანგრძლივი კვლევის შედეგად გამოიტანეს.
კვლევაში 63-75 წლამდე ასაკის 170 ადამიანი მონაწილეობდა და მათი გამოკითხვა-დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ სექსუალური ცხოვრება და ტვინის ფუნქციონირება მოხუცებულობის ასაკში ურთიერთდამოკიდებულია. იგივე კვლევის თანახმად სექსუალურად აქტიურ მოხუცებს ამნეზია არ ემუქრება
კომენტარი