
ავარია ქუთასიში - დაშავებულია ერთი ადამიანი
ქუთაისში, სასტუმრო „თბილისთან“ ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი იმყოფება. თვითმხილველების თქმით, შეჯახების შედეგად „ჯიპი“ რამდენჯერმე ამობრუნდა.
მომხდარზე მოკვლევას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.
კომენტარი