
საშინელი ავარია ახალგორის გზაზე - ნახეთ ვიდეო-კადრები
ახალგორის გადასახვევთან დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომანქანა ბოძს დაეჯახა და მოგლიჯა. დაშავდა მძღოლი, რომელიც ავტომანქანაში მარტო იყო.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. წინასწარი ინფორმაციით მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ავტობანთან ხიდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც სავალი ნაწილი გადაკეტილი იყო. BMW-ს მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძი მოგლიჯა. დაშავებული მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარი