
2014 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე საქართველოში რეგისტრირებულია 22086 დანაშაული
2014 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 22086 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა – 14369.
დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,06%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,67 %.
აღნიშნულ ციფრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
კომენტარი