
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იჯდა, რომელმაც სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა მოასწრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო. დაწყებულია გამოძიება.
კომენტარი