
"10 000 დოლარს მოგცემთ, თუ კი ვინმემ იცით ჩემი შვილის ადგილ-მდებარეობა, დამეხმარეთ" - დედის ემოციური პოსტი, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს
სოციალურ ქსელში ინტერნეტ-მომხმარებელი საზოგადოებას მიმართავს და 18 წლის შვილის ძებნაში დახმარებას სთხოვს. გოგი დოლიძე გასული წლის 8 დეკემბერს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ბიჭის დედა ხშირად მიმართავს საზოგადოებას დასახმარებლად, თუმცა ამაოდ - მის კვალს ჯერ ვერავინ მიაგნო. ქალმა ფულადი ჯილდოც დააწესა მასზე, ვინც შვილის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მაქსიმალურად გაავრცელეთ, რათა ყველამ ნახოს ბიჭის ფოტოები.
კომენტარი